კახეთის პოლიციამ ახმეტაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული
პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული,
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ლ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალი განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც
სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 27
ივნისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი
ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1975 წელს
დაბადებულ ა.ჭ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაზიანებების
შედეგად ა.ჭ. იმავე ღამეს გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის
128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში
მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაცაიში.