რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება ირმა ზარქუას საჩივარზე - მეხუთე დღე პასუხის მოლოდინში
მარნეულის მერიის თანამშორმელმა ირმა ზარქუამ, რომელიც 2 ივლისს, მარნეულის ბაზარში კამპანია „შინ ევროპისკენ“ ფარგლებში ფლაიერების დარიგების აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 8 ივლისს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამირა ბაირამოვასა და ათამდე სხვა პირის წინააღმდეგ სამართალდამცავ უწყებებს მიმართა.

ზარქუას განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მას შემდეგ მიმართა, რაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები გავრცელდა.

მარნეულის მერიაში დასაქმებული ირმა ზარქუა რადიო „მარნეულისათვი“ ინტერვიუს მიცემაზე უარს აცხადებს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ ვის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ვერ შედგება დიალოგი რადიო მარნეულთან სამწუხაროდ, თქვენი ხელმძღვანელის ერთი მხარის დაფიქსირების გამო. მეორე მხარისთვის თავის დროზე რომ მოესმინა სიმართლეს გაარკვევდა. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა მასალას ამოიღებს პროკურატურა და შემდეგ გავარკვევთ მტყუან-მართალს, თუ ვინაა მართალი და ვინაა მტყუანი. ინტერვიუს არ გაძლევთ რადგან არ ვარ ვალდებული თქვენ რამეზე გიპასუხოთ“. - აცხადებს ირმა ზარქუა

8 ივლისიდან რადიო „მარნეული“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს თუ რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება და კონკრეტულად ვის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი ირმა ზარქუამ, მაგრამ შსს-დან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები