სირიაში მოკლულია ISIS-ის ერთ-ერთი მეთაური – აშშ
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განხცადებით, სირიაში აშშ-ის ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი მაჰერ ალ-აგალი.

მათივე განცხადებით, მაჰერ ალ-აგალი პასუხისმგებელი იყო ისლამური სახელმწიფოს ქსელების განვითარებაზე სირიისა და ერაყის გარეთ. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ალ-აგალი ერაყსა და სირიაში ISIS-ის ლიდერთა ხუთეულში შედიოდა.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა მაჰერ ალ-აგალის თანაშემწე.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელი აცხადებს, ISIS საფრთხეს უქმნის რეგიონში აშშ-ს და მის პარტნიორებს და ISIS-ის ამ ლიდერების ჩამოშორება შეაფერხებს ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გლობალური თავდასხმების მომზადებასა და განხორციელებას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები