მარნეულში გოგოს გატაცებაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს
პოლიციამ მარნეულში გოგოს გატაცებაში ბრალდებული ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ და 1977 წელს დაბადებული რ.მ დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა“
. - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ გატაცებულ გოგოს სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიაგნეს, რაც ფაქტი მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ გაასაჯაროვა. როგორც ბაირამოვამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, 20 ივლისს, დაწერა მას გოგოს ოჯახის წევრები დაუკავშიდნენ, რადგან გატაცებულის პოვნას ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ბაირამოვას განცხადებით, ოჯახი თვლიდა, რომ სამართალდამცავი უწყებები ეფექტურად ვერ მოქმედებდნენ და გოგოს პოვნასაც არ ცდილობდნენ. ფაქტის გასაჯაროებიდან რამდენიმე საათში კი გოგო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები