მარნეული-კოდის გზაზე სამგზავრო მარშუტკა მანქანას შეეჯახა - არიან დაშავებულები
მარნეული-კოდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა  მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს თბილისი-მარნეულის ხაზზე მოძრავი მარშუტკა და მსჰბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ამ დროისათვის მოძრაობა შეზღუდულია მარნეული-კოდის გზაზე.

რადიო "მარნეულს" ავარიის ადგილას მყოფმა პირმა შეატყობინა, რომ თბილისი-მარნეულის მარშუტკას, რომელიც სავარაუდოდ თბილისიდან მომდიოდა, მგზავრები გადაყავდა. მისივე ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ჩასწორება: შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "მარნეულს" განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილას არავინ გარდაცვლილა. ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ისინი მარნეულის ორ "ჯეო ჰოსპიტალსისა" და "ავერსის" კლინიკებში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და არავინ გარდაცვლილა. 
სათაურის ჩასწორება: სათაური "მარნეული-კოდის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა" შეიცვალა სათაურით "მარნეული-კოდის გზაზე სამგზავრო მარშუტკა მანქანას შეეჯახა - არიან დაშავებულები". 


Print