ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 21 წლის ბიჭი დაიღუპა
ბათუმში თოდოგაურის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები