ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print