მარნეულში ორი კაცი კანალიზაციაში ჩავარდა და გარდაიცვალა
მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორი კაცი კანალიზაციაში ჩავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა სულხან საბას ქუჩაზე მოხდა. ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ეზოში საკანალიზაციო ჭაბურღილის გასაწმენდად ჩასული მუშა ცუდად გახდა, სახლის მეპატრონე კი დასახმარებლად ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.

ადგილზე საზწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ორივე ადამიანი გზაშივე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116 მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები