გარდაბანში 12 და 13 წლის გოგონებს ეძებენ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ორ მოზარდ გოგოს ეძებენ. დაკარგულია: 12 წლის ლანა ლუკიანოვა და 13 წლის სვეტა ქსოვრელი. დაკარგულ არასრულწლოვნებს უკვე მე-4 დღეა ეძებენ.

ოჯახის წევრების თქმით, ბავშვებმა თქვეს, რომ მაღაზიაში აპირებდნენ წასვლას, რის შემდეგაც ისინი სახლებში აღარ დაბრუნებულან. ახლობლების ინფორმაციით, მათ სამართალდამცავ უწყებას უკვე მიმართეს და არასრულწლოვნებს პოლიცია ეძებს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი გოგოები შეამჩნიეს მცხეთაში და შემდეგ თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკარგულების შესახებ ,ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები