უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ოპერაციის დროს 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა
მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ოპერაციისას 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ექიმების შეცდომა იყო.

უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო დირექტორის ამბროსი პერტიას თქმით, ბავშვის მდგომარეობა ანესთეზიის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში გართულდა და გული გაუჩერდა, მაგრამ სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

„ბავშვს უტარდებოდა პედიატრიული, უროლოგიური ოპერაცია საშარდე მილზე. საწყისი ნარკოზის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება.

სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით, ზოგადი ბალანსირებული გაუტკივარებით ის არ ჩატარებულა“,
– თქვა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები