ავარიას რუსთაველი მამაკაცი ემსხვერპლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ოჯახის კიდევ 3 წევრი, მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, სოფელ მანავში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი შეეჯახნენ.

70 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე, შვილიშვილი და შვილთაშვილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ოჯახი სოფლიდან რუსთავში ბრუნდებოდა.

ადგილზე საპტრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

წყარო: ინფო რუსთავი
Print