საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში,
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ ,,ეროვნული სატყეო
სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი
მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის
მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხის უნებართვოდ
მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით
მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი
დაკავება.“
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.