არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში
შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.
როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავენ, სწორედ 2 მილიონი ლარის
სანაცვლოდ აპირებს თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების
გათავისუფლებას.
„გვითხრეს, რომ მძარცველი 2 მილიონს ითხოვს. მძევლები
ჰყავს აყვანილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რომლის
იქითაც არ გვიშვებენ", - აღნიშნავს ადგილზე მყოფი
ერთ-ერთი პირი.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული
ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება.
პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.