გორში ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი შეეჯახა
გორში ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და "ფოლკსვაგენის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა. როგორც კლინიკაში ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

შემთხვევა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები