სპეცოპერაცია დასრულდა, ყველა მძევალი თავისუფალია, ერთი პირი
დაკავებულია
– ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა
განაცხადა.
შეიარაღებული ნიღბიანი ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს,
20 სექტემბერს შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 2 მილიონ
დოლარს, რუსეთის დროშას, ანკესსა და ავტომობილს ითხოვდა. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია „საქართველოს
ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული
მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.