1-ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 პირი - მათი 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 პირი - გარდაცვლილი და მოწამლული პირების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ბინის დაქირავებამდე ან დაგირავებამდე „თბილისი ენერჯის“ დაუკავშირდნენ და კომპანიის თანამშრომლები ბინას სრულიად უფასოდ შეამოწმებენ.

„მიმდინარე წელს მოწამლული და გარდაცვლილი აბონენტების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. შესაბამისად, მინდა შევახსენო მოსახლეობას და აბონენტებს, თუ თქვენ ბინის დაქირავებას ან დაგირავებას გადაწყვიტეთ, დაქირავებამდე/დაგირავებამდე აუცილებლად მოგვმართეთ. 240 40 04 - ეს არის ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი, მოითხოვეთ შემოწმება და ჩვენი სპეციალისტები მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში, აღნიშნულ ბინაში მოვლენ, შეამოწმებენ და მოგცემენ მითითებას და თუ რაიმე არის გამოსასწორებელი, მაგასაც შესაბამისი აქტით დააფიქსირებენ“, - განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ლეფსვერიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print
თეგები: #criminal #economy #georgia