როგორია ავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა (video)
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას", "მერსედესის" და "სმარტის" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შეჯახების შედეგად, "ჰონდას" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა დაშავებულები "ნიუ ჰოსპიტლისა" და "პინეოს" სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

"ნიუ ჰოსპიტალში" აცხადებენ, რომ მათთან შეყვანილ პაციენტს სამედიცინო კვლევები უტარდება და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.


წყარო: ინფო რუსთავი
Print
თეგები: #criminal #georgia