ავტოსაგზაო შემთხვევას საკრებულოს წევრი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ემზარ ჯანაშვილ.

კაცს რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. ის ამ დროის განმავლობაში თბილისში, ქირურგიის ცენტრში მკურნალობდა.

ექიმების განმარტებით, ჯანაშვილს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო: ინფო რუსთავი
Print
თეგები: #criminal #georgia