ვარკეთილში ძაღლმა პატრონი და ორი მეზობელი დაგლიჯა
ვარკეთილში ძაღლმა პატრონი და ორი მეზობელი დაგლიჯა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ძაღლი საკბენად მეზობლისკენ გაიწია, რა დროსაც პატრონი მასსა და ქალს შორის ჩადგა.

ძაღლმა ორივე მათგანი და დასახმარებლად მისული კიდევ ერთი პირი დაკბინა. მეზობლების თქმით, ძაღლის შეჩერება ვერც ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს და ცხოველის მოკვლა მოუწიათ. სამივე დაშავებული ბოკერიას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში პაციენტების მდგომარეობაზე საუბრისგან თავი შეიკავეს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები