ქუთაისთან ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - გარდაცვლილია 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი
ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას რვა წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი.

ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში ოთხი პირი იყო, მათგან ორი დაშავდა, ორი გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები