თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს.

„მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები