ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თბილისის აეროპორტში
არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს.
„მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური
რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად,
არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს. საქონლის
საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093 ლარი შეადგინა”, –
ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.