მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყალში ადგილობრივებმა 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც "ინფო რუსთავს" სოფელის რწმუნებულმა, რუდონ შენგელიამ განუცხადა, ცხედარი მდინარემ გამორიყა. მისივე თქმით, გარდაცვლილი ადგილობრივი არ არის.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრია, რომელსაც ოჯახის წევრები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. იგი სახლიდან შეშის მოსატანად გავიდა, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.

Print ელ. ფოსტა
თეგები: იპოვე ხობი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები