ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად 3 პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

Print ელ. ფოსტა
თეგები: ლაგოდეხი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები