ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მანქანა მისივე სახლის წინ
დაწვეს.
ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეო მასალას მერის მოადგილე
თამარ ბელქანია ავრცელებს.
„გუშინ გვიან ღამე, დაახლოებით, 04:00 საათზე,
სავარაუდოდ, ისროლეს საწვავით სავსე რაღაც… ზუსტად არ ვიცი და მანქანა
არის მთლიანად დამწვარი. იქვე არის დამწვარი წიგნები, რომელიც გუშინ
შაღამისას ჩამოიტანა,“ — ამბობს თამარ ბელქანია და
დასძენს, რომ მომხდართან ახლოს გაზგაყვანილობის მილებია.
მისი თქმით, მანქანის ნაწილები გადატანილია პოლიციის შენობაში.
„მე სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრათ რომ უსაფრთხოდ
ვგრძნობ თავს – ნამდვილად არა,“ – აცხადებს
ბელქანია.
ნეტგაზეთი დამატებით ინფორმაციას ელოდება შინაგან საქმეთა
სამინისტროსგან.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით,
რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.