წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს – მერის მოადგილე
ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას მანქანა მისივე სახლის წინ დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტო-ვიდეო მასალას მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს.

„გუშინ გვიან ღამე, დაახლოებით, 04:00 საათზე, სავარაუდოდ, ისროლეს საწვავით სავსე რაღაც… ზუსტად არ ვიცი და მანქანა არის მთლიანად დამწვარი. იქვე არის დამწვარი წიგნები, რომელიც გუშინ შაღამისას ჩამოიტანა,“ — ამბობს თამარ ბელქანია და დასძენს, რომ მომხდართან ახლოს გაზგაყვანილობის მილებია.


მისი თქმით, მანქანის ნაწილები გადატანილია პოლიციის შენობაში.

„მე სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრათ რომ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს – ნამდვილად არა,“ – აცხადებს ბელქანია.

ნეტგაზეთი დამატებით ინფორმაციას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print
თეგები: წალენჯიხი