მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა.
შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია.
მათივე თქმით, მამაკაცს სასწრაფო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და
ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველ ხაზზე
მოძრაობა შეზღუდული იყო და მალე აღდგა.