სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ექსპერტები და გამომძიებლები იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გოგაშვილის ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ განუცხადა, გამოძიებას სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა აქვს დანიშნული. შესაბამისად, ყოფილი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ სახლში სახლისა და მასზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულებას ამოწმებენ.

ცნობისთვის, გოგაშვილის სახლში აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე დღის წინაც ჩატარდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print