გორში დედა-შვილს ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 2 ნოემბერს
მოხდა.
დაშავებული დედა-შვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათი
მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, იგორ გეორგიანის თქმით,
დედა-შვილს ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა და ლაბორატორიული
ანალიზები ჩაუტარდა. 7 წლის მოზარდის გადაყვანა იგეგმება თბილისში,
ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.