„მანქანები ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობენ, გზაზე შიშით გადავდივართ“ - კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლები
23 ნოემბერს, მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ქუჩაზს სკოლა, კოლეჯი და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს. კოსტავას ქუჩაზე საერთაშორისო მნიშვნელობის გზა გადის და დღის განმავლობაში ასობით სატვირთო და მსუბუქი მანქანა მოძრაობს.

ადგილობრივები რადიო "მანრეულთან" საუბრისას აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავარიები ხშირად ხდება. მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ შესაბამა ორგანოებმა რაიმე ღონისძიება უნდა გაატარონ.


„გუშინ მომხდარი შემთხვევა ძალიან უბედური შემთხვევაა.რამე უნდა გააკეთონ. ან აქ იდგას პოლიციის მანქანა რომ ავტომობილებმა სწრაფად არ იარონ. ძალიან რთული საკითხია. გზა სკოლასთან ახლოსაა. ბავშვები არიან. ძალიან სწრაფად დადის მანქანა. მხოლოდ აქ არაა. ყველგან ასე ატარებენ. აქ ხშირად ხდება ავარია. ადრე აქ ტრამპლინი იყო. ისიც გაფუჭდა, მალევე მოხსნეს. ახლა არც ტრამპლინია და არც არაფერი" - თქვა გულნარა ანბიევამ.

„სახლში მცირეწლოვანი ბავშვებია. აქედან შიშით გადიან. გუშინდელი ამბის შემდეგ ჯერ გონზე ვერ მოვსულვართ. ძალიან რთულია. მე გვიან ვნახე შემთხვევა. უკვე გარდაცვლილი იყო. აქ ხშირად ხდება ავარია, გვეშინია.ერთ დროს იქ ტრამპლინი იყო. აქედან დიდი სატვირთოები დადიან და მალევე გაფუჭდა. რამე უნდა გააკეთონ. ჩვენც გვეშინია. გზასაც არ გვითმობენ მანქანები. მაღალი სისწრაფით დადიან" - ამბობს გიუნაი ალაჰვერდიევა.




„გუშინდელ შემთხვევაზე, გარდაცვლილის ცხედარი საათ ნახევარი გზაზე იყო. სასწრაფოს ურეკავ, ამბობენ არ არისო. აქ ტრამპლინი უნდა იყოს და არ არის. ძალიან დიდი სისწრაფით მიდიან ავტომობილები. ახლოს სკოლაა, ფეხით გადადიან. არავინ არ აჩერებს. შესახვევთან ხშირად ხდება ავარია. ერთხელ დიდი ტრამპლინი დააყენეს. ერთ თვე არ იყო გასული დიდმა მანქანებმა გააფუჭეს. სხვანაირი ტარმპლინია საჭირო. ამას დიდი მანქანები აფუჭებენ" - თქვა ელჩინ გახრამანოვმა.



„აქ მანქანას სწრაფად ატარებენ. კანონით აქ შუქნიშანი უნდა იყოს. თბილისში რომ არის ისეთი. მაგალითად, მე მინდა გადასვლა, ღილაკს დავაჭერ მანქანები გაჩერდებიან მერე გადავალ. ასეთი რამე უნდა გააკეთონ. რამდენჯერმე მანქანამ დაარტყა ჩვენს ჭიშკარს და გააფუჭა. ხშირად ხდება ავარია. ცუდი ადგილია. მანქანების სისწრაფე ნახეთ. სახლიდან გადიხარ ჩაფიქრებული, ყურადღებას არ აქცევ და ავარია ხდება. ადრე იყო ტრამპლინი ისიც გაფუჭდა. შვილიშვილებს სულ ვეუბნები, რომ გზაზე გადასვლილას მარცხნივ მარჯვნივ იყურეთ. მერე გადადით. ნახეთ გადასასვლელი სადაა"- ამბობს აივაზ მამედოვი.



23 ნოემბერს მარნეულში მერაბ ქოსატავას ქუჩაზე, მეორე სკოლასთან ახლოს, ყიზილაჯლოში მცხოვრებ 17 წლის გოგოს მანქანა
დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. 17 წლის მოზარდი მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში, მე-12 კლასში სწავლობდა და მოსამზადებელი კურსიდან სახლში ბრუნდებოდა.
"Marneuli" Radiosu
Print