ავარია რუსთავის გასასვლელში, ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჩქაროსნულ მაგისტრალზე, რუსთავიდან
გაჩიანის ხიდამდე გზის გარკვეული ნაწილი გაყინულია და ავტომობილებს
გადაადგილება უჭირთ. დილით 5 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, მათ შორის 1
სამგზავრო მიკროავტობუსია, 1 ავტომობილი კი გზიდან გადავარდა.
არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავდა.
"საშინელი სიტუაციაა, გზა გაყინულია და ავტომობილები გადაადგილებას
ვერ ახერხებენ. მოცურების დროს კი ერთმანეთს ეჯახებიან", განუცხადა
"ინფო რუსთავს" ერთერთმა მგზავრმა.