თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 დაშავდა
თბილისში, „ლილო არენასთან“ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

გარდაცვლილია 18 წლის გოგო. მას და კიდევ 3 ქვეითს, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print