რუსთავში 11 წლის ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა
რუსთავში 11 წლის ბიჭი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბავშვმა უეცრად გონება დაკარგა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა, სასწრაფო-სამედიცინო დხმარება გამოიძახეს.

ადგილზე გაწეული პირველადი დახმარების მიუხედავად, ბავშვი, "კლინიკა რუსთავში" უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

როგორც " ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, პაციენტს კლინიკაში შეყვანისას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

"სასწრაფოს ექიმს დაწყებული ჰქონდა რეანიმაციული ღონისძიებები, ჩვენ გამზადებული დავახვედრეთ შოკის დარბაზი და გაგრძელდა ჩვენთან რეანიმაცია, პროცესი გრძელდებოდა 1 საათი და 52 წუთი. გულის პირდაპირი მასაჟი, მედიკამენტოზური მხარდაჭერა, ყველაფერი ჩავატარეთ, გული 5 წუთით ამუშავდებოდა მერე ისევ ჩერდებოდა. სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, დანარჩენს ექსპერტიუზა დაადგენს" - აცხადებს "კლინიკა რუსთავის" მორიგე ექიმი, ლია ქორთიაშვილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები