ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით საწყობში გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათამდე ბრიგადა მუშაობდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.