ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო
ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით საწყობში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათამდე ბრიგადა მუშაობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: ajaratv.ge
Print