ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები