თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს
თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, უთანხმოება 2 არასრულწლოვანს შორის მოხდა, რა დროსაც, ერთმა მოზარდმა მეორეს ჭრილობები ფეხის არეში დანით მიაყენა.

სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები