ბადრი ესებუა შესაძლოა, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისში გადაიყვანონ
„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა შესაძლოა, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ ექნება, რაც ქუთაისში ჩავა.

„როგორც გავარკვიე, ბადრი ესებუა შესაძლებელია გადაიყვანონ თბილისში. დღეს უნდა გადავამოწმო, ამიტომ მივდივარ ქუთაისში დაახლოებით, 15:00 საათისთვის და ყველაფერს გავარკვევ”, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები