დაიღუპა 9 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ყოფნის დროს დაშავდა
9 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 12 მარტს, ბათუმის ბულვარში დაშავდა, გარდაიცვალა. მძიმეა ამ ბავშვის ძმის, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელთან ერთადაც იყო ის ბატუტზე. მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული.

ძმები წუხელ დაშავდნენ - ბატუტი, რომელზეც ისინი თამაშობდნენ, ძლიერმა ქარმა გაიტაცა. შემთხვევა გვიან, 23:00 საათის შემდეგ მოხდა. ბავშვების დედა უკრაინელია, მამა - ქართველი.

ატრაქციონის მოიჯარეებს ბათუმის ბულვართან აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული. როგორც ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს - განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print