ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. არსებული
ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა
და სკვერში შევარდა. დაშავებული ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას
გულისხმობს.