ხობში ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა - დაღუპულთაგან ერთი 8 წლის ბავშვია
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვისა და შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილები ნათესავები არიან.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print