გორში მდინარე მტკვარში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან ახლოს, მდინარე მტკვარში, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნული ცხედარი, სავარაუდოდ,
22 წლის ახალგაზრდას ეკუთვნის, რომლის ძებნის ღონისძიებები გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც მდინარეზე იყო წასული, გუშინ გაუჩნარდა. არსებული ინფორმაციით, მას მდინარის კალაპოტში ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print
თეგები: გორი