პოლიციამ კახეთში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ
კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში, 2
პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს -
1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს,
ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით
მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა
სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.