საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 6 თვეში ნავთობის დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს
საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა, 6 თვეში, ნავთობის დისტილატების რეალიზაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ.

„მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 22588 ლიტრი აღურიცხავი ნავთობის (დიზელი) შენახვა-ტრანსპორტირება-რეალიზაციის 6 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ და საქმეები ქვემდებარეობის მიხედვით, შესაბამის სასამართლო ორგანოებს გადაეგზავნა“,
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები