გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული მოქალაქე შემთხვევიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე აიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ, 8 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები