ქათმის როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ შინაურ ფრინველს
ქათმის როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში 3,725 მლნ აშშ დოლარის ცოცხალი ქათმის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის 6 თვეში 2,829 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 2,661 მლნ აშშ დოლარის ფრინველი შეიძინა, 2022 წლის იანვარ-ივნისში - 2,014 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ცოცხალ ქათამს ვყიდით და ვყიდულობთ.

ქვეყნები, საიდანაც ფრინველის იმპორტი განხორციელდა:
  • თურქეთი - 1,557 მლნ აშშ დოლარი
  • უნგრეთი - 660 ათასი აშშ დოლარი
  • ნიდერლანდები - 307.6 ათასი აშშ დოლარი
  • ბელგია - 130.7 ათასი აშშ დოლარი
  • ჩეხეთი - 5.8 ათასი აშშ დოლარი
ქვეყნები, სადაც ქათმის ექსპორტი განხორციელდა:
  • აზერბაიჯანი - 2,650 მლნ აშშ დოლარი
  • სომხეთი - 1,075 მლნ აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები