რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა
მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფონიჭალის
მონაკვეთზე ერთმანეთს "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და
სატვირთო შეეჯახა.
შეჯახების შემდეგ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 19 წლის ბიჭი,
ავტომობილიდან მაშველების
დახმარებით ამოიყვანეს და სამედიცინო
დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ
მოხერხდა.
ავარიის გამო ავტობანზე საავტომობილო საცობი იყო წარმოქმნილი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით
მიმდინარეობს.