პოლონეთში ლატარიის ბილეთების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი
მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედია წერს,
რომ 39 და 55 წლის საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი ბენზინგასამართ
სადგურიდან ლატარიის გადასაფხეკი ბილეთები, ჯამში 207 ცალი
მოიპარეს.
მედია წერს, რომ პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულები სამეთვალყურეო
კამერების ჩანაწერებიდან ამოიცნო. ამასთან, როგორც ცნობილია, ზარალი
დაახლოებით 2 000
ზლოტს შეადგენს.
ამასთან, პოლიციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა
თანხა მოიგეს ქართველებმა. დაკავებულებს 5 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო: formulanews.ge