ტელეფონების ქურდობისთვის იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ტელეფონების ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ თანამზრახველს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 29 და 31 წლის ქართველებმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3 ტელეფონი მოიპარეს.

ქართველები მაღაზიის დაცვამ იმ
დროს დააკავა, როდესაც მოპარულ ტელეფონებს ქურთუკის ჯიბეში მალავდნენ და მაღაზიის დატოვებას ცდილობდნენ.

მათ 4-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები უცნობია.

წყარო: ინფო რუსთავი
Print