სამართალდამცველებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, 2003 წელს დაბადებული ო.ც. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს
- 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ო.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
დააკავეს" - აცხადებს შსს.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.